m/n სახის რიცხვს, სადაც m, n ϵ N წილადი ეწოდება.
m-ს წილადის მრიცხველი ეწოდება, ხოლო n-ს მნიშვნელი.
მნიშვნელი n მიუთითებს რამდენ ტოლ ნაწილად არის გაყოფილი მთელი, მრიცხველი m კი რამდენი ნაწილი არის აქედან აღებული.
თუ m<n, მაშინ წილადს წესიერი ეწოდება, ხოლო თუ m ≥ n, მაშინ არაწესიერი წილადი. ნებისმიერი წესიერი წილადი 1-ზე ნაკლებია და ნებისიერი არაწესიერი წილადი მეტია ან ტოლი 1-ის, მაგალითად: წილადები 1/2; 2/4; 5/20 - წესიერია, ხოლო 125/125, 18/15; 3065/123 - არის არაწესიერი.
თუ წილადის მრიცხველი, მნიშვნელზე უნაშთოდ იყოფა, მაშინ მიღებული მნიშვნელობა ნატურალური რიცხვია.
თუ წილადის მრიცხველი, მნიშვნელზე უნაშთოდ არ იყოფა ,მაშინ შესაძლებელია მისი შერეულ რიცხვად ჩაწერა, რომელიც შედგება მთელისა და წილადი რიცხვებისაგან.
Комментариев нет:
Отправить комментарий